HomeProgramsHostingContact
 
 
 რეალ ბროკერის ინსტალაცია
 

თავდაპირველად უნდა დაინსტალირდეს მონაცემთა ბაზების სერვერი Firebird. მონაცემთა ბაზების სერვერი შეიძლება დაყენდეს როგორც თქვენს სამუშაო კომპიუტერზე, ასევე ქსელში ჩართულ ნებისმიერ სხვა კომპიუტერზე. თუ პროგრამა გინდათ დააყენოთ ერთზე მეტ კომპიუტერზე, ქსელი შეიძლება აიწყოს ისე, რომ ერთ მონაცემთა ბაზასთან წვდომა ჰქონდეს ყველა კომპიუტერს ან ისე, რომ ყველა კომპიუტერს ჰქონდეს თავისი მონაცემთა ბაზა.

მას შემდეგ, რაც გადაწყვიტავთ თუ სად უნდა დაყენდეს მონაცემთა ბაზის სერვერი, გაუშვით შესრულებაზე პაკეტში შემავალი ფაილი Firebird-2.0.6.13266_0_win32.exe და მიყევით ინსტალაციის ეტაპებს უცვლელი პარამეტრებით, გარდა იმ ფორმებისა რომლებიც მოყვანილია სურათზე.

მონაცემთა ბაზის ინსტალაციის დასრულების შემდეგ ჩართული დატოვეთ ოფცია Start Firebird Service now? რათა გაეშვას სერვისი და დააჭირეთ Finish-ს.

ამის შემდეგ შესრულებაზე გაუშვით ფაილი Real Broker.msi და დააინსტალირეთ პროგრამა რეალ ბროკერი.

 

 
  მონაცემთა ბაზის ფაილი
 

პაკეტში შემავალი მონაცემთა ბაზის ფაილი RB.FDB უნდა ჩაწეროთ იქ სადაც გინდათ, რომ იყოს განთავსებული მონაცემთა ბაზა. პროგრამა გაშვებისას მონაცემთა ბაზის ფაილს მიმართავს მისამართზე D:\Real Broker\RB.FDB, და თუ ის იქ ვერ მოძებნა გამოჰყავს დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა მიუთითოთ მონაცემთა ბაზის ადგილსამყოფელი, რომელიც შეიძლება იყოს განთავსებული როგორც იმ კომპიუტერზე, სადაც პროგრამა დაინსტალირდა, ასევე სხვა კომპიუტერზე. პირველ შემთხვევაში ჰოსტის ველში უნდა ჩაწეროთ localhost, მონაცემთა ბაზის ფაილის ველში ფაილის სრული გზა და სახელი. მაგალითად, D:\Databases\RB.FDB. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფაილის არჩევის ღილაკი. იმ შემთხვევაში თუ მონაცემთა ბაზის ფაილი განთავსებულია სხვა კომპიუტერზე, ჰოსტის ველში უნდა მიუთითოთ ამ კომპიუტერის IP მისამართი, ხოლო მონაცემთა ბაზის ფაილის ველში ხელით უნდა ჩაწეროთ ამ კომპიუტერში ჩაწერილი ფაილის სრული გზა და სახელი (ამ შემთხვევაში ფაილის არჩევის ღილაკი არ გამოგადგებათ, რადგან ასარჩევი ფაილი იმყოფება სხვა კომპიუტერში). თანხმობის მიცემის შემდეგ თუ მონაცემთა ბაზა ვერ გაიხსნება, გამოვა შეტყობინება ამის შესახებ.

პროგრამის მუშაობის ინსტრუქცია იხილეთ პროგრამის დოკუმენტაციაში, რომელიც ინსტალირდება პროგრამასთან ერთად.

 

 

 
 
  კომპანია "ტექნიკური ქუჩა" ყველა უფლება დაცულია