HomeProgramsHostingContact
 
 
 რეალ ბროკერი
 

"რეალ ბროკერი" არის მონაცემთა ბაზის უფასო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია უძრავი ქონების საშუამავლო კომპანიებისთვის.

მონაცემთა ბაზის მთავარი ცხრილი შეიცავს უძრავი ქონების რეკვიზიტებს, რომლებიც იყოფა შემდეგნაერად:

1) ტექსტური მონაცემები (ობიექტი, მდგომარეობა, ქალაქი, უბანი, ადგილის დაზუსტება, პროექტი);
2) სხვა მონაცემები (ოთახების რაოდენობა, სართული, სუილ სართულები, ფართობი, მიწის ფართობი, ფასი, კვ.მ. ფასი, ვალუტა);
3) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონები, ელ-ფოსტა, მისამართი, მესაკუთრე, განმცხადებელი);
4) ტექსტის ფორმირება.

პროგრამა შეყვანილი რეკვიზიტების საფუძველზე ახდენს განცხადების ლიტერატურული ტექსტის ფორმირებას სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ყოველ განაცხადს შეიძლება მიემაგროს ისტორიის ჩანაწერი, ასევე ფოტოსურათების შეუზღუდავი რაოდენობა. პროგრამას აქვს განაცხადების სიის სხვადასხვა რეჟიმში ბეჭდვის შესაძლებლობა. ასევე ძებნის, ფილტრის მიცემის და სორტირების შესაზლებლობა. პროგრამის მთავარი შესაძლებლობა არის ვებ-სერვერთან მონაცემთა ბაზის სინქრონიზაცია. ეს საშუალებას იძლევა, რომ პროგრამამ მოახდინოს მონაცემთა ბაზის გაცვლა ერთდროულად რამდენიმე ვებ-გვერდთან.

გადმოწერა     ინსტალაცია

 
 სკოლის ელექტრონული ჟურნალი
 

სკოლის ელექტრონული ჟურნალი იძლევა სკოლის სასწავლო პროცესის სრული აღრიცხვის და კომუნიკაციის საშუალებას. სისტემა დამყარებულია მთლიანად ვებ ტექნოლოგიაზე, რის გამოც მასში მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტთან კავშირის მქონე კომპიუტერიდან. სისტემის მთავარი მახასიათებლებია:

  • ადვილად ადაპტირებადი - სისტემაში შესაძლებელია ცვბლილებების მარტივად, დიდი ძალისხმევის გარეშე შეტანა კონკრეტულ ამოცანებზე მოსარგებად
  • მუშაობაში მარტივი, ინტუიტიური და ადვილად შესასწავლი
  • დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფი მართვა

სისტემას გააჩნია შემდეგი ძირითადი ფუნქციონალობა:

  • ადმინისტრაციის და მასწსვლებლის ინტერფეისი (ელექტრონული ჟურნალი)
  • მშობლის ინტერფეისი (ელექტრონული დღიური)
  • უფლებების გამიჯვნა - მასწავლებელი, ადმინისტრატორი, მენეჯერი
  • კლასების დაყოფა საგნების სტანდარტების დონეების მიხედვით
  • გაკვეთილების ცხრილის და შექმნილი ჟურნალების შედარებითი ცხრილი
  • შეფასებები - ყოველდღიური, კვირის საშუალო, სემესტრების საშუალო, წლიური
  • შეტყობინებების გაგზავნის სისტემა
  • მშობლების და სკოლის თანამშრომლების შემოსვლების სტატისტიკა
  • სკოლის გადასახადების კონტროლის სისტემა
  • ფილტრაციის და სორტირების შესაძლებლობა ნებისმიერი ველის მიხედვით უკლებლივ ყველა ცხრილზე

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

 
 კომპანიის პრაის-ლისტი
 

"კომპანიის პრაის-ლისტი" არის ვებზე დაფუძნებული მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს კატეგორიებად დაყოფილ იმ პროდუქციის ჩამონათვალს, რომელსაც კომპანია სთავაზობს თავის კლიენტებს. ცხრილი შეიცავს პროდუქტის რეკვიზიტებს: დასახელება,  აღწერა, ფასი, ფაილის მიერთება, სურათის მიერთება და სხვ.

მონაცემთა ბაზის მართვა-რედაქტირება ხდება კომპანიის თანამშრომლების მიერ. შესაძლებელია მათი მონაცემებზე წვდომის უფლებების განსაზღვრა-გამიჯვნა.

კომპანიის ვებ-გვერდზე გამოტანილი პრაის-ლისტში მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს ძებნა კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით, ალფავიტის მიხედვით, საძებნი ფრაზის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

 

 
 
  კომპანია "ტექნიკური ქუჩა" ყველა უფლება დაცულია