HomeHomeProgramsHostingContact
 
 
  მონაცემთა ბაზის სტრუქტურული და ფუნქციური ორგანაიზერი OrgAdmin  
     
 

მოკლე აღწერა

OrgAdmin წარმოადგენს მონაცემთა ბაზის, HTML ფორმების და მონაცემებზე ოპერირების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტების კრებულს, რომელიც აადვილებს და აჩქარებს მონაცემთა ბაზის სამუშაო ინტერფეისის შექმნას. ამასთან ერთად, ინარჩუნებს ტრადიციული პროგრამირების შესაძლებლობებს.

OrgAdmin-ის ძირითადი ფუნქციონალობაა:

  • მონაცემების ამოღების SQL-ის განსაზღვრა, ველების პარამეტრიზაციის და რედაქტირების შესაძლებლობებით;
  • ცხრილებს შორის სხვადასხვა სტანდარტიზირებული კავშირების (დაქვემდებარებული, მრავალი მრავალზე, Id-ის დაკავშირება მნიშვნელობების სიასთან და სხვ.) დამყარება;
  • დაქვემდებარებულ ცხრილებთან ინტეგრაციის ინსტრუმენტები;
  • ცხრილების ფილტრაციის და სორტირების ინსტრუმენტები;
  • ფორმის ბეჭდვის და მონაცემების ექსპორტის ინსტრუმენტები;
  • ჩანაწერის წაშლაზე დაქვემდებარებული ცხრილების ავტომატური ჩეკინგი და საჭიროების შემთხვევაში, წაშლის დაბლოკვა;
  • შეტყობინებები აუცილებლად შესავსები ველების და შევსების ფორმატის შესახებ;
  • დუბლირებული მონაცემების ავტომატური სინქრონიზაცია;
  • გამარტივებული ინსტრუმენტები სხვადასხვა ტიპის ოპერაციებისთვის - მონაცემების ექსპორტი სხვა ცხრილის ფორმაში ჩანაწერის დასამატებლად, მონაცემების ექსპორტი სხვა ცხრილის ფორმაში ნებისმიერი დამუშავებისთვის, SQL-ით და სხვა პარამეტრებით განსაზღვრული ჩანაწერების გენერაციის მოდელი და სხვ.
  • ფუნქციონალობის განსაზღვრა კონკრეტული მოვლენის დროს;
  • ღილაკების დასმა ფორმაზე მათი ფუნქციონალობის განსაზღვრით. მათ შორის, მრავალი ჩანაწერის მონიშვნის რეჟიმში;
  • დაჯამებადი მონაცემების სხვა ცრილში შენახვის და კონტროლის მექანიზმები.

გარდა ამ შესაძლებლობებისა, პლათფორმის მთავარი დამსახურებაა მასში ჩადებული ოპტიმიზაციის ის მექანიზმები, რომელიც საშუალებას აძლევს მასზე მომუშავე სისტემას მუშაობდეს სწრაფად და მოქნილად დიდი მოცულობის მონაცემების პირობებშიდაც კი.

თუ თქვენს წინაშე დგას ვებ-ზე დაფუძნებული შიდა მოხმარების ფუნქციონალობის ან ვებ-გვერდის მონაცემთა ბაზის შექმნის და ადმინისტრირების ამოცანა, ის გადაწყვეტადია შედარებით მოკლე დროში და შედარებით იაფად OrgAdmin-ის პლათფორმის გამოყენებით. შესაძლებელია უკვე არსებული ვებ-გვერდის დიზაინთან OrgAdmin-ზე შექმნილი მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის ინტერფეისის ინტეგრაცია. OrgAdmin პლათფორმას მარტივად შეუძლია რთული სტრუქტურის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების და ქონთენთის მართვის (CMS) ინტერფეისის შექმნა, ხოლო ვებ-ზე დაფუძნებული შიდა მოხმარების მონაცემთა ბაზის ნებისმიერი ფუნქციონალობის სისტემის შესაქმნელად OrgAdmin-ს ანალოგი არ გააჩნია.

 

 
     
 
  კომპანია "ტექნიკალ სტრიტ სოფტვეა" ყველა უფლება დაცულია